Sunday, December 9, 2012


პროექტი
1.პროექტის სახელწოდება: “ნაგვის სასაფლაო“.
2.პროექტის მთავარი იდეა: სკოლის  დანაგვიანებული გარემო  დავასუფთაოთ, შევაგროვოთ ნაგავი და შევქმნათ „ნაგვის სასაფლაო“.
3.პროექტის აქტუალობა: გარემოს დანაგვიანება არის აქტუალური  პრობლემა.სამწუხაროდ,საქართველოში არ არსებობს კულტურა,რომ ნაგავი არ დავყაროთ ქუჩაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სოფელში
არსებობს ნაგვის მანქანა, რომელსაც გააქვს საყოფაცხოვრებო ნაგავი,ხალხი ნაგავს მაინც ყრის ხევებში, სასაფლაოს მიდამოებში და პირდაპირ ქუჩაშიც. სკოლის მოსწავლეები კი- სკოლის ეზოში და დერეფნებში.
4.პროექტის  მიზნები:  მოსწავლეებმა გააცნობიერონ გარემოს დანაგვიანებით გამოწვეული საფრთხე და გამოუმუშავდეთ მზრუნველი დამოკიდებულება გარემოსადმი; დაასუფთაონ სკოლის ტერიტორია და შეძლონ ნარჩენების დახარისხება(ბუნებრივი და ადამიანის მიერ ნაკეთები).სკოლის ეზოში დაიდგას ნაგვის ჩასაყრელები.
5.მონაწილეთა ასაკი:  3კლასი; 8-9 წელი.
6. ვადები/ ხანგრძლივობა: 1 თვე; 1 აპრილიდან-1 მაისამდე.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გააცნობიერებენ გარემოს დანაგვიანებით გამოწვეულ საფრთხეს და გამოუმუშავდებათ მზრუნველი დამოკიდებულება გარემოსადმი; დაასუფთავებენ სკოლის ტერიტორიას, შეძლებენ ნარჩენების დახარისხებას და „ნაგვის სასაფლაოს“ შექმნას. სკოლის ეზოში დაიდგმება ნაგვის ჩასაყრელები თავისი წარწერით.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  თაბახის ფურცლები,საწერ-კალამი, ფლომასტერები, წებოვანი ფურცლები(სტიკერები),დიდი ფორმატის 2 ფურცელი,ნაგვის ყუთები, ჰიგიენური ხელთათმანები, დიდი პარკები ნარჩენებისთვის, ფოტოაპარატი, კოპიუტერი, პროექტორი,ნიჩბები, ბუნებრივი მასალები(კენჭები, ყვავილის ფურცლები) ხელოვნების ნიმუშების შესაქმნელად (ლენდ არტი-მიწის ხელოვნება).
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
1.(1-5 აპრილი)-ჯგუფებად დაყოფა და სკოლის ტერიტორიის განაწილება. ინტერნეტით მოიძიონ დაბინძურებული გარემოს და მისი შედეგების სურათები.
2.(8-12 აპრილი)-დანაგვიანებული გარემოს სურათების გადაღება და გამოფენა
3.(15-19 აპრილი)-ნაგვის შეგროვება და დახარისხება.
4.(22 აპრილი)- „ნაგვის სასაფლაოს“ შექმნა.
5.(23-26 აპრილი)- ლენდ არტის შექმნა.(სკოლის ეზოს გაფორმება ნებისმიერი ბუნებრივი მასალით, ნებისმიერი გამოსახულების შექმნა.
6.(26-29 აპრილი)- დასუფთავებული და გალამაზებული გარემოს სურათების გადაღება და გამოფენა.
7.(30 აპრილი)- პრეზენტაცია-ძველის და ახლის შედარება და დასკვნის გაკეთება. ისტ-ის საშუალებით საპრეზენტაციო პროგრამის გაოყენება-რა შედეგი მოსდევს დანაგვიანებას და როგორია დასუფთავებული გარემო.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  ბუნებისმეტყველება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
მოსწავლეს შეუძლია ჯგუფში უსაფრთხო ქცევის წესების დაცვა.
მოსწავლეს შეუძლია გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა.
მოსწავლე მონაწილეობს საკლასო ოთახის, ეზოს დასუფთავება-გალამაზებასი.
11.პროექტის ხელმძღვანელი( მასწავლებელი):ნანი შანშიაშვილი
კაჭრეთის საჯარო სკოლა; 3კლასი.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:nanishanshiashvili@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: Shanshiashvili.blogspot.com

No comments:

Post a Comment